სერგეი რიაბკოვი - აშშ-ს განცხადება ჩრდილოეთ კორეაზე სანქციების გაძლიერების თაობაზე შედეგის მომტანი არ იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, აშშ-ს განცხადება ჩრდილოეთ კორეაზე სანქციების გაძლიერების თაობაზე შედეგის მომტანი არ იქნება.

„სამწუხაროა, რომ ამერიკის პოზიციაში კვლავ გაჩნდა მოთხოვნების მძლავრი კომპონენტი, რომელიც ფხენიანზე შემდგომ ზეწოლას უკავშირდება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სასანქციო ზეწოლის ზომები, იქნება ეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხაზით თუ არალეგიტიმური ცალმხრივი სანქციები, შედეგის მომტანი არ იქნება“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დროა შეწყდეს მუქარა, ზეწოლა და შანტაჟი და პოლიტიკური გადაწყვეტილების რეალური გზა გამოიძებნოს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდა ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა გაზარდონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს