ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა რუსი მიხაილ პულიაევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა სანკტ-პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გუშინ რუს მიხაილ პულიაევს შეხვდა და დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი პირველივე წრიდან ჩაება შეჯიბრებაში და რუს ანზაურ არდანოვს ვაზარით მოუგო, შემდეგ კი, მოლდოველ დენის ვიერუ დაამარცხა. მესამე შეხვედრაში კი ქართველი ძიუდოისტი ყაზახ იელდოს ზუმაკანოვთან იპონით დამარცხდა.

ულამაზესი გდება და პირველი მედალი რუსეთიდან - ვაჟა მარგველაშვილმა რუსს მეტოქეს სძლია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა