მექსიკაში სატვირთო მატარებლის და ავტობუსის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა

მექსიკის ხალისკოს შტატში სატვირთო მატარებლის და ავტობუსის შეჯახების შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ავტობუსში ბავშვთა საფეხბურთო გუნდები იმყოფებოდნენ, რომლებიც შეჯიბრზე მიემართებოდნენ. ამის შესახებ NTR Guadalajara იუწყება.

„ავტობუსში დაახლოებით 60 ადამიანი იყო, მათგან 40 - ბავშვთა საფეხბურთო გუნდების წევრები“, - განაცხადა რეგიონის სამაშველო სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ხაიმე ალბერტო მორენო კაჩომ.

მისი თქმით, რამდენიმე ადამიანმა თავის სერიოზული ტრამვები მიიღო, მათი მდგომარეობა მძიმეა. დაიღუპა ორი ზრდასრული პირი, არასრულწლოვანთა შორის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა