თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება

17-18 დეკემბერს თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესია გაიმართება. დღეს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტის წევრების, ასევე, ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის შეხვედრები გაიმართება.

ხვალ კი სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე გიორგი მოსიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი; საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში აზერ კარიმლი, ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტი, ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ბალტიის ასამბლეაში აადუ მუსტი, ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ანდრე პოსტემა, სუამ-ის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი.

ყოველწლიური სესიის ფარგლებში რამდენიმე პანელი გაიმართება თემებზე: რეგიონული უსაფრთხოების საერთო მიდგომა, ერთობლივი ძალისხმევა ტრანსსასაზღვრო დანაშაულების წინააღმდეგ, მდგრადი მომავალი: განახლებად ენერგიაზე გადასვლის გამოცდილების გაზიარება.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესია შემაჯამებელი დოკუმენტის მიღებით დასრულდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს