გიგი გიგიაძემ კოპენჰაგენის ბიზნეს აკადემიაში მეწარმეობისა და ინოვაციების საერთაშორისო ინიციატივის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ კოპენჰაგენის ბიზნეს აკადემიაში მეწარმეობისა და ინოვაციების საერთაშორისო ინიციატივის Creative Business Cup Danmark-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში All Stars 2017 მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ახალდაფუძნებულ სტარტაპებსა და მსხვილ კომპანიებს შორის ინოვაციური თანამშრომლობის, საერთაშორისო ინვესტიციისა და დაფინანსების მოზიდვის და კომოპანიების საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების საკითხებზე. სადისკუსიო პანელზე საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ წარმატებებსა და ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოზე, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე რომელთა მიზნებსაც საქართველოში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების ხელშეწყობა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება წარმოადგენს. გიგი გიგიაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტურიზმისა და სატრანზიტო შესაძლებლობებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტარტაპების სისტემას და იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს.

დისკუსიებში ასევე მონაწილეობდნენ დანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (Dansk Erhvervv) და დანია-გერმანიის (Dansk-Tysk Handelskammer) სავაჭრო პალატის, დანიის ინოვაციებისა და საინვესტიციო ცენტრისა (Innovation Centre Denmark/Invest in Denmark) და დანიური და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო