ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობამ ბრიუსელში საახალწლო მიღებას უმსაპინძლა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს საელჩოს სახელით საშობაო მიღება და ცნობილი ქართველი ჯაზის შემსრულებლის ბექა გოჩიაშვილის საღამო გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მიღების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული კერძები და ღვინო დაეგემოვნებინათ.
ღონისძიებას ბელგიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის ინსტიტუტების და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.