გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ბათუმში მესამე ბრიგადის საინჟინრო ასეულს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმში, საქართველოს შეირაღებული ძალების მესამე ბრიგადის საინჟინრო ასეულს შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, დემოკრატიის როლი ეროვნული უსაფრთხოების გამყარებაში, ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც შეხვედრაზე ისაუბრეს.

გიორგი აბაშიშვილმა სამხედროებს პრეზიდენტის მადლობა გადასცა იმ მისიისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ასრულებენ სახელმწიფოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.

დავით რაქვიაშვილმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გამოჩენილი თავდადების და ქვეყნისთვის მაღალი რეპუტაციის ჩამოყალიბებისათვის.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო: ქვეყნის აღმშენებლობაში ჯარის და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს, იმ სულიერ სიმტკიცეს, რომელიც სჭირდება დღეს სახელმწიფოს და სამხედრო განათლების ხარისხის ამაღლებასა და განვითარების მნიშვნელობას.

"გამოვყავით ის როლი, რომელსაც დღეს ქართველი სამხედროები ასრულებენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში და საერთაშორისო მისიებში," - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო