ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

კანადაში საქართველოს საელჩომ, ოტავას სასტუმრო „ფეარმონტ შატო ლორიეში“ საზეიმო მიღება მოაწყო, რომელიც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ კანადის ხელისუფლების წევრები, პოლიტიკოსები, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები, სხვადასხვა სააგენტოს აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, საზოგადოების ცნობილი წევრები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. სტუმრებს საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მიმართა, რომელმაც საქართველოსა და კანადის თანამშრომლობაზე, კანადის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. ასევე, გაიხსენა ქართველები, რომლებიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში კანადაში მოღვაწეობდნენ და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა აღნიშნა.

მიღების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, რომელიც ქართულ ეროვნულ სამოსს მიეძღვნა. საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა