ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქუთაისი - ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, სოფელ სიქთარვასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და დაზიანდა.

შემთხევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.