ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩატარებული სპორტული ღონისძიების მონაწილეებს, საჩუქრად ახალი სავარჯიშო ფორმები გადაეცათ

ევროკავშირის პროექტის ,,სახალისო ფეხბურთის ღია სკოლა" ფარგლებში ჩატარებული სპორტული ღონისძიების - „სპორტი, სკოლა, პოლიცია“ მონაწილეებს,დღეს საჩუქრად ახალი სავარჯიშო ფორმები გადაეცათ. სპორტული ეკიპირება ნორჩ ფეხბურთელებს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ა(ა)იპ ,,სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ბაჩო ხაჩიძემ გადასცეს.

,,ბავშვებს სავარჯიშო ფორმები საერთაშორისო პროექტის ფარგლებში გადავეცით. პროექტი რამდენიმე წელია, რაც მიმდინარეობს და რუსთავის საფეხბურთო სკოლების მოსწავლეები სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში აქტიურად არიან ჩართული. აქციის ფარგლებში ხდება ბავშვებისათვის სპორტული ინვენტარის გადაეცემა. დღეს იყო ბოლო ეტაპი და სპორტული ტანსაცმელი გადავეცით, რომელსაც ვარჯიშის დროს გამოიყენებენ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

სპორტული ეკიპირება დღეს 120 ნორჩ ფეხბურთელს გადაეცა საჩუქრად.

ევროკავშირის პროექტის ,,სახალისო ფეხბურთის ღია სკოლა" ფარგლებში, სპორტული კამპანია ,,სპორტი, სკოლა, პოლიცია" რუსთავში გაზაფხულზე დაიწყო, მასში მონაწილეობას რუსთავის სპორტ-სკოლების 7-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეებისგან შემდგარი 12 გუნდი იღებდა. ბავშვებთან ერთად სახალისო სპორტულ თამაშებში და ტურნირებში საპატრულო პოლიციაც იყო ჩართული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა