მიხეილ სააკაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ პეტრო პოროშენკოს შერიგება შესთავაზა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირად წერილში შერიგება შესთავაზა. ამის შესახებ გამოცემა „სტრანა“ იუწყება.

„მე მათ ახლა უფრო მეტად შევუტევ. მათ ჩემი დეპორტაცია სურთ. ისინი დაელოდებიან საახალწლო დღესასწაულებს, მაძლევენ მინიშნებებს... ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ყველას ერთი საერთო მტერი გვყავს. მე პოროშენკოს მტრის წისქვილზე წყლის დასხმაში არ ვადანაშაულებ. ეს არასწორი იქნებოდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს პირად წერილში შერიგება შესთავაზა, პარტია „სამოქალაქო პოზიციის“ ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ დაადასტურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა