გაერო-ში ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი - იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დარჩება

ამ საკითხზე კენჭისყრებისა თუ დისკუსიების შედეგების მიუხედავად, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დარჩება. ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის მუდმივი წარმომადგენელმა დანი დანონმა განაცხადა.

დიპლომატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო ხვალ იერუსალიმის სტატუსის გარშემო შექმნილ სიტუაციას განიხილავს. გავრცელდა რეზოლუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც ქალაქის ამჟამინდელი სტატუსის ცვლილება უკანონოდ ცხადდება.

„არანაირი კენჭისყრა არ შეცვლის აშკარა რეალობას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი იყო და ყოველთვის დარჩება. ისტორიული სამართლიანობისთვის ბრძოლას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვაგრძობთ“, - განაცხადა დანი დანონმა.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის ბრძანება გასცა.

ისრაელი იერუსალიმს საკუთარ განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს, პალესტინელები კი ცდილობენ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი საკუთარი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად აქციონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო