ილია მეორე - ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხი, რომელიც ქართველი ერის წინაშე დგას, არის შობადობა

ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხი, რომელიც დგას ქართველი ერის წინაშე, არის შობადობა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ბავშვებს მოუწოდა ილოცონ, რომ მტკიცე ოჯახები ჰქონდეთ.

„მე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხი, რომელიც დგას ქართველი ერის წინაშე არის შობადობა. სტატისტიკა ამბობს, რომ ყოველი მეორე ოჯახი შორდება ერთმანეთს. თქვენ ბავშვებო, ილოცეთ, რომ გქონდეთ მტკიცე ოჯახი. მტკიცე ოჯახი ბედნიერებაა ადამიანისთვის. მტკიცე ოჯახი ეს არის სიხარული, სიყვარული, სიმტკიცე. სახლში რომ მიხვალთ, ასხურეთ სახლს ნაკურთხი წყალი, ეზოსაც და ეს ლოცვა წაიკითხეთ „მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო“. თუ არ იცით ზეპირად, გადაწერეთ და ჯიბეში იქონიეთ“, - ბრძანა პატრიარქმა.

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბავშვები ამბიონზე აიყვანა და დალოცა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა