გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან ევროპული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმში ევროკლუბს ეწვივნენ, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი ორიენტირებულია ახალგაზრდებზე და აქტივობების საშუალებით, მათში ევროინტეგრაციის პოპულარიზაციაზე. გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ევროკლუბში ბათუმის სამი საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და სამი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდნენ.

აბაშიშვილის განცხადებით, ევროკლუბის არსებობა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ძირითადი ევროპული ღირებულებების შესახებ მიიღონ ინფორმაცია. ახალგაზრდებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპულ ღირებულებებს და უსაფრთხოების გამოწვევებს.

აბაშიშვილმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და უკვე განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ადმინისტრაციული და სტრუქტურული რეფორმების ეფექტიანობაზე და ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის როლზე.

მისი თქმით, დღეს გამართული დისკუსია, რომელიც მდგრადი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას შეეხო, ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს შეაფასონ მიმდინარე პროცესები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ მასში.

უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა კი, ხაზი გაუსვა ქვეყნის წინაშე მდგარ ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიებსა და პერსპექტივებს ნატოსა და აშშ-ს ალიანსების ჭრილში, ასევე ისაუბრა ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულ უშიშროების საბჭოს ინსტიტუციურ რეფორმაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა