კახა კალაძე - კოჯრის ქუჩა #3-ში საყრდენი კედელი პირვანდელი სახით უნდა აღდგეს

კოჯრის ქუჩა #3-ში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული საყრდენი კედელი პირვანდელი სახით უნდა იქნეს აღდგენილი, - ამის შესახებ დღეს კოჯრის ქუჩა #3-ში მისულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც თბილისის მერი კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში ძველი შენობების რეაბილიტაციისა და გამაგრების სამუშაოების დროს მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რათა მათი აღდგენა მოხდეს თავდაპირველი სახით და კულტურული მემკვიდრების ძეგლისთვის დადგენილი წესების სრული დაცვით. თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები არა გამგეობამ, არამედ თბილისის განვითარების ფონდმა სტანდარტების შესაბამისად უნდა განახორციელოს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი.

კოჯრის ქუჩა №3-ში, კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე მიიღო. როგორც დადგინდა, საფეხმავლო ბილიკის გასწვრივ მდებარე კედლის მდგომარეობა მწვავედ ავარიული იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა არა მარტო ამ მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეებს, არამედ ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონის გამგეობამ კედლის ავარიული ნაწილის დემონტაჟის განახორციელა, რის შემდეგ, უმოკლეს დროში, კოჯრის ქ. №3-ში ახალი საყრდენი კედელი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე არსებული ამორტიზირებული ლითონის მოაჯირი კი დასაწყობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა