მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი გადადგომის და მოპარული მილიარდების დაბრუნებას შეეხება

ჩვენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, მაგრამ მოლაპარაკება მხოლოდ ერთ საკითხს - მათი გადადგომის და მოპარული მილიარდების დაბრუნებას შეეხება, - ამის საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პარტია ”ახალი ძალების” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მსვლელობა შევჩენკოს პარკიდან დაიწყეს. შემდეგ მაიდანზე გადაინაცვლეს, სადაც მიტინგი ჩაატარეს, მიტინგის დასრულების შემდეგ კი კულტურის საერთაშორისო ცენტრისკენ გაემგზავრნენ.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ბრძოლას გააგრძელებენ. ამასთან, სააკაშვილმა ის საკითხები დაასახელა, რომელზეც მზად არის უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გამართოს.

”ჩვენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, მაგრამ მოლაპარაკება მხოლოდ ერთ საკითხს - მათი გადადგომის და მოპარული მილიარდების დაბრუნებას შეეხება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სხვადასხვა მონაცემებით, აქციაზე დაახლოებით 10 000 ადამიანი იყო მისული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო