გიორგი აბაშიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ფიქრობენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მასში ჩართვაზე

გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, დღეს, ბათუმში "გაერო-ს ახალგაზრდული ასამბლეის" სესიის საპანელო დისკუსიაში ჩაერთნენ, რომელიც რეგიონში დემოკრატიის და უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხებოდა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ასამბლეის დელეგატები - საქართველოს ყველა რეგიონიდან ბათუმში ჩასული ათასამდე ახალგაზრდა და უფროსკლასელი.

"გაერო-ს ახალგაზრდული ასამბლეის" პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ახორციელებს.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა პანელის დასრულებისას აღნიშნა, სადისკუსიო ნაწილი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: დემოკრატიული განვითარება, რეფორმების აუცილებლობა, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, უსაფრთხოება, კონფლიქტები. მისი განცხადებით, ახალგაზრდები თავად ცდილობენ ამ საკითხებზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ, ცოცხალ დისკუსიაში შემოვიდნენ და შექმნან პროექტები, რომლებსაც მომავალში განახორციელებენ.

"ჩვენი მხრიდან, ჩვენ დავპირდით, რომ მათ მხარს დავუჭერთ სხვადასხვა ტიპის აქტიური პროექტების განხორციელების უზრუნველსაყოფად და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავრჩეთ ხაზზე და გვქონდეს მუდმივი კომუნიკაცია სხვადასხვა ინიციატივების განხორციელების პროცესში",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

დავით რაქვიაშვილი მნიშვნელოვანს უწოდებს ახალგაზრდა ადამიანების არჩევანს - იფიქრონ არამხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ საზოგადოებაზე, არამედ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამყაროს გლობალური და მდგრადი განვითარება. "ჩვენთვის ძალიან დიდი ჯილდოა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა და ვფიქრობ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ განმტკიცებაში ეს ადამიანები თავიანთ როლს შეასრულებენ", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა