ბათუმში ხანუქას დღესასწაული აღნიშნეს

ბათუმში ხანუქას დღესასწაული აღნიშნეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები ბათუმის სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულს დაესწრნენ.

ებრაული დიასპორის ხელმძღვანელმა ემირ კრუპნიკმა სტუმრებთან ერთად 8-ქიმიან მენორაზე სანთლები დაანთო, რაც სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას ნიშნავს.

ხანუქა-ს ებრაელები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–2 საუკუნიდან აღნიშნავენ. დღესასწაული ტაძრის გათავისუფლებასა და კერპებისაგან განწმენდას უკავშირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა