ზურაბ პატარაძემ საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო და საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს დღესასწაული მიულოცა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პატარაძემ მილოცვაში ხაზი გაუსვა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და განსაკუთრებულ ურთიერთობას.

”ქართველებსა და ებრაელებს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს, რომელიც 26 საუკუნეა გრძელდება. ეს არის ნამდვილი მაგალითი ძმობისა და ურთიერთგაგების. მიხარია, რომ ხანუქას დღესასწაული ჩვენს რეგიონშიც საზეიმოდ აღინიშნება. კიდევ ერთხელ, სულითა და გულით ვულოცავ ამ დღეს ყველა ებრაელს. მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა, ბედნიერება, განვითარება, ჩვენ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობა და წარმატებული მომავალი”, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები და სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხანუქას ანუ ოქროს მენორის დღესასწაულს ებრაელები ნოემბერ-დეკემბერში ზეიმობენ. იგი ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევის და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა და რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა.

დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და ყოველ დღე სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება. ეს ამ დღესასწაულის მთავარი რიტუალია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა