ბათუმში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა ე.წ. ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი მაღაზიიდან 3000 ლარამდე თანხის მოპარვას ცდილობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის გამო ერთი პირია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3 დან 5 წლამდე თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა