პარტია ”სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის“ ხვალ ყრილობას გამართავენ

ხვალ, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში პარტია ”სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის“ მესამე ყრილობა გაიმართება.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყრილობის დღის წესრიგშია არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების შეფასება; ქვეყნის განვითარების ალტერნატიული ხედვის წარდგენა; პარტიის დამოუკიდებელი მოქმედების სტრატეგია და საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ფორმატი.

მათივე ცნობით, ყრილობაზე განხილული იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის საკითხი.

გარდა ამისა, გაიმართება პარტიული გაზეთის ”სოციალ დემოკრატი”-ს პირველი ნომრის პრეზენტაცია.

ყრილობა ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნებით დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო