სემეკი თბოსადგურების ტარიფებზე იმსჯელებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ხვალინდელ სხდომაზე თბოელექტროსადგურებისათვის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს.

კერძოდ, სემეკი განიხილავს შპს ”ჯიფაუერისთვის”, შპს ”გარდაბნის თბოსადგურისთვის”, შპს ”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის” (თბილსრესის მე-3, მე-4 ენერგობლოკები) და შპს ”მტკვარი ენერჯისთვის” (თბილსრესის მე-9 ენერგობლოკი) გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის საკითხებს.

ამავე საჯარო სხდომაზე გაგრძელდება მსჯელობა შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”, შპს ”მცხეთის წყალისა” და შპს ”რუსთავის წყალის” საინვესტიციო გეგმებზე.

სემეკში სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. სხდომა საჯაროა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა