მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ "ოქტომბრის სასახლეში" შეჭრის მცდელობის გამო, სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა

კიევში, ”ოქტომბრის სასახლესთან” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიციამ სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ეროვნული პოლიციის სპიკერმა იაროსლავ ტრაკალომ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე აღიძრა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი შენობების აღების მუხლით, რომელიც თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე საქმე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის საშიშროების შექმნის მუხლით აღძრეს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იგეგმება მესამე საქმის აღძვრა, რომელიც სამართალდამცველებს საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

ტრაკალოს განცხადებით, დაკავებულები ჯერ არავინ არის, თუმცა, რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა.

დღეს „იმპიჩმენტის მარშის“ წევრებმა „ოქტომბრის სასახლეში“ შეღწევა სცადეს, რომლებსაც პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა