პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს

სუამის საპარლამენტო ასამბლეა, ხვალ, ერთობლივ კომუნიკეს გამოაქვეყნებს, სადაც საუბრის ძირითადი აქცენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობაში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები ბიუროს სხდომას მართავენ.

როგორც სხდომის დაწყებამდე სუამის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიძემ განაცხადა, კომუნიკეში გარდა ტერიტორიული მთლიანობისა, საუბარი ასევე შეეხება საპარლამენტო ურთიერთობების უფრო მეტ გაღრმავებას, მეტ კონტაქტს სუამში შემავალ ოთხ სახელმწიფოს შორის. მისივე განცხადებით, აღნიშნული ფორმატის შეხვედრა მეტად საპასუხისმგებლოა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ წელს სუამის თავმჯდომარე საქართველოა და მეათედ მასპინძლობს საპარლამენტო სესიას.

„ჩვენ გვექნება ბიუროს სხდომა. ჩავიბარებთ მოხსენებებს იმის მიხედვით, რა მუშაობა შედგა წლის განმავლობაში და შეჯამდება საბოლოო შედეგები. აქვე განვიხილავთ კომუნიკეს, რომელსაც ხელს მოაწერს ხვალ უკვე ოფიციალურ სესიაზე ოთხივიე დელეგაციის ხელმძღვანელი. საუბარი დაწყებულია უფრო მეტად გაღრმავებაზე საპარლამენტო ურთიერთობებზე, მეტ კონტაქტს 4 ქვეყანას შორის და დასრულდება იმით, რომ მეტი ძალისხმევა უნდა გავწიოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, რომელიც სუამის ოთხივე სახელმწიფოს რეალური პრობლემაა და ამაზე რეალურად უნდა ვიმუშაოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო სარბიელზე“, - განაცხადა გიორგი მოსიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა