სანკტ - პეტერბურგში, ძიუდოს მსოფლიო მასტერზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს

სანკტ - პეტერბურგში, ძიუდოს მსოფლიო მასტერზე ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს სამი ოქროს მედალი მოიპოვეს.

-90 კგ-ში ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთ კორეელი დონგან გვაკი დაამარცხა; - 100 კგ-ს წონითი კატეგორიის ფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა ჰოლანდიელ მიხაელ კორელს მოუგო, ხოლო ოთარ თუშიშვილმა (+100 კგ) ბრაზილიელი დავიდ მოურა დაამარცხა.

შესაბამისად, რუსეთის ქალაქ სანკტ - პეტერბუგში მიმდინარე ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე დღეს საქართველოს ჰიმნი სამჯერ გაისმა.

მთლიანობაში ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიგეს.

ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო