ხელვაჩაურში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ხელვაჩაურში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცნო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

"ავტოსაგზაო შემთხვევისას ცოლი, ქმარი და შვილი დაშავდა. ცოლ-ქმარს ქვედა კიდურები დაუზიანდათ, ისინი კლინიკა "მედინაში" არიან გადაყვანილი, ხოლო მოზარდი მუცლის დახურული ტრავმით ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული",- აცხადებს ბადრი პაქსაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა