მსოფლიო პატრიარქი - ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წასდგა

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ რაიმე დამარწმუნებელ მიზეზს, რატომ არ ჩამოვიდა 4 ეკლესია კრეტის კრებაზე, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წასდგა, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, უწმინდესმა ბართლომე პირველმა ”იმედის კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, როდესაც კრეტის კრებაზე რამდენიმე ეკლესიის, მათ შორის საქართველოს ეკლესიის არდასწრების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა, კრეტის კრებას მრავალი წელი ამზადებდნენ და ამ პროცესში ჩართული იყო ყველა მართლმადიდებელი ეკლესია.

”გადავლახეთ უამრავი დაბრკოლება და ბოლო შეხვედრაზე ჟენევაში, 2016 წლის იანვარში დასრულდა მოსამზადებელი პერიოდი. ხელი მოვაწერეთ დიდი კრებისთვის მოსამზადებელ დოკუმენტებს , ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია და ყველამ ერთად შევარჩიეთ თარიღიც და ადგილიც. ერთი სიტყვით, 50-წლიანი სამზადისის შემდეგ ყველაფერი მზად იყო კრების ჩატარებისთვის. გაიარა თებერვალმა, მარტმა, აპრილმა, თითქმის მაისმა და ამ თვეების განმავლობაში არანაირი შეტყობინება არ მოსულა არც ერთ ი ეკლესიიდან. როდესაც ვემზადებოდით კრეტაზე გასამგზავრებლად, გამგზავრების წინ ოთხმა ეკლესიამ, მათ შორის საქართველომ უეცრად განაცხადეს, ჩვენ ვერ ჩამოვალთო. წარმოადგინეს სხვადასხვა არგუმენტი, რომლებიც არ იყო დამარწმუნებელი და მოითხოვეს კრების გადადება. მაგრამ ასე შეიძლება კრება კიდევ გადადებულიყო. ვინაიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვქონდა, 2016 წლის დასაწყისში, ვთქვით, რომ ეს იყო ნება ღვთისა და გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კრება იმ 4 ეკლესიის გარეშე.

თქვენ მკითხეთ, ვხედავ თუ არა რაიმე გამამართლებელს, რომ არ ჩამოვიდნენ კრებაზე, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ რაიმე დამარწმუნებელ მიზეზს, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წასდგა. ეს კი არ მიაგებს პატივს მართლმადიდებლობას და არც იმ 4 ეკლესიას, რომლებმაც არ სცეს პატივი მართლმადიდებლობას და არც თავიანთ ხელმოწერებს ჟენევაში. ამას განსჯის ღმერთი და ისტორია. ვფიქრობ, უნდა აღიარონ კრეტაზე მიღებული გადაწყვეტილებები”,- განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ”იმედის კვირასთან” ინტერვიუში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს