პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართა

დღეს, პარლამენტის თბილისის სასახლეში, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, სხდომაზე სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე წლის მუშაობა შეაჯამეს. ასევე, განიხილეს საორგანიზაციო საკითხები და საერთო კომუნიკე, რომელსაც ხვალ, სესიაზე საქართველოს, უკრაინის აზერბაიჯანისა და მოლდოვას დელეგაციის ხელმძღვანელები მოაწერენ ხელს.

“წელს სრულდება 20 წელი, რაც სუამ-ის ორგანიზაცია შეიქმნა, რომელშიც საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა არიან გაწევრიანებული. წელს იყო საქართველოს თავმჯდომარეობის წელი და შესაბამისად, საქართველო მასპინძლობს საპარლამენტო ასამბლეის მეათე ტრადიციულ ყოველწლიურ სესიას. დღეს შეიკრიბა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიურო, სადაც შედგა ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერა. კომუნიკეში საუბარია საპარლამენტო ურთიერთობის გაღრმავებაზე და მეტი ძალისხმევის გაწევაზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენს ორგანიზაციას აქვს თანამშრომლობის დიდი პერსპექტივები და რაც მთავარია, იმ საკითხის აქტუალიზაციის, რომელიც სუამ-ის ოთხივე წევრ სახელმწიფოს აწუხებს - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ საკითხზე ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ როგორც შიგნით, ასევე საერთაშორისო სარბიელზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, გიორგი მოსიძემ.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სუამის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებთან შევძლებთ სწორედ ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურ თანამშრომლობას, რათა წინა პლანზე წამოვწიოთ ის პრობლემები, რაც დევნილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება. ჩვენ გვაქვს ტერიტორიები, სადაც ჩვენი იურისდიქცია და იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების მდგომარეობის რეალური მონიტორინგიც ვერ ხორციელდება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტის წევრების შეხვედრაში გიორგი მოსიძესთან ერთად გედევან ფოფხაძე და გიორგი გაჩეჩილაძე მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა