პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეამ და ბალტიის ასამბლეამ ერთობლივი განცხადება შეიმუშავა რომელსაც ხვალ, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიაზე მოეწერება ხელი.

“შევთანხმდით ერთობლივ განცხადებაზე, რომელსაც ხვალინდელ სესიაზე მოეწერება ხელი. ვაპირებთ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ბალტიისპირეთისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეებს შორის. განცხადებაში ასახულია ბალტიისპირეთის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“, - განაცხადა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ გიორგი მოსიძემ.

“ყველნი ვთანხმდებით, რომ ის საერთაშორისო სივრცე, რომელშიც ჩვენ ყველას, გარკვეული რესურსი გაგვაჩნია, ერთობლივად მოვახმაროთ საერთო ინტერესების გაძლიერებას - ევროპული მშვიდობის და პროგრესის ხელშეწყობას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღეს გამართულ შეხვედრაში, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები და ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მონაწილეობდა.

საქართველოს პარლამენტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ გიორგი მოსიძე, გიორგი გაჩეჩილაძე და გედევან ფოფხაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა