ხელოვნების სასახლეში, თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

ხვალ, ხელოვნების სასახლეში, საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში მსახიობის ხელის ანაბეჭდის საზეიმოდ გაიხსნება, გარდა ამისა, გაიმართება დიმიტრი ღვთისიაშვილის საავტორო წიგნის ”სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე“ პრეზენტაცია, რომელიც გამოჩენილი ქართველი მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავს.

ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მსახიობს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლეს ჯილდოს ”ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს.

თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა. მან სხვადასხვა დროს შეასრულა მთავარი როლები ფილმებში: ”ხევისბერი გოჩა”, ”ხევსურული ბალადა“, ”მე ვხედავ მზეს“, ”დათა თუთაშხია“, ”ვედრება“, ”ჯვარცმული კუნძული“, ”დიდოსტატის მარჯვენა“, ”ანარეკლი“, ”წიგნი ფიცისა“ და სხვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა