სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს

სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, სირიაში, ჰამასის პროვინციაში საქართველოს მოქალაქე, პანკისელი გიორგი კუშტანაშვილი, იგივე სალაჰაუდინ ალ შიშანი დაიღუპა. ის სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა.

"კუშტანაშვილი თავის დროზე იყო თარხან ბათირაშვილის მიერ შექმნილი დაჯგუფების ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის წევრი, ხოლო ბათირაშვილის ხალიფატში გადასვლის შემდეგ, მისი მეთაური. საბოლოოდ მან ეს დაჯგუფება კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა ასადის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. ბოლოს ის დიდი სამხედრო ოპოზიციური გაერთიანება "ჰაიატ ტახრირ ალ შამის" რიგებში იბრძოდა. ეს გაერთიანება "ფრონტი ან ნუსრას" ბაზაზე შეიქმნა და კუშტანაშვილი მისი ერთ-ერთი გავლენიანი საველე მეთაური იყო", - აცხადებს ნინო ბურჭულაძე.

როგორც "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი განმარტავს, კუშტანაშვილი ლაფანყურის ჯგუფის ერთ-ერთი გადარჩენილი წევრია, რომელიც ჯგუფში ნიღბით იყო.

იხილეთ ვიდეო: სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო