მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ტელეკამერების წინ შეხვედრას სთავაზობს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს ტელეკამერების წინ შეხვედრა შესთავაზა. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა კიევის ცენტრში, გუშინ, „იმპიჩმენტის მარშზე“ განაცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, მზადაა უკრაინის მეთაურთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდეს, ოღონდ მოწმეთა თანდასწრებით.

„მზად ვარ მას კიდევ ერთხელ შევხვდე. ვთავაზობ ტელეკამერების წინ შეხვედრას ადამიანების თანდასწრებით და საუბარს იმის შესახებ, წყნარად როგორ ჩამოვაშოროთ ოლიგარქები ხელისუფლებას, როგორ ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები, როგორ დავასრულოთ უკრაინელთა გულისამრევი დამცირება, უსისხლოდ, ძალადობისა და ესკლაციის გარეშე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს