მიხეილ სააკაშვილის მომხრეების "ოქტომბრის სასახლეში" შეჭრის მცდელობის გამო, სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა

კიევში, ”ოქტომბრის სასახლესთან” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიციამ სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ეროვნული პოლიციის სპიკერმა იაროსლავ ტრაკალომ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე აღიძრა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი შენობების აღების მუხლით, რომელიც თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე საქმე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის საშიშროების შექმნის მუხლით აღძრეს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იგეგმება მესამე საქმის აღძვრა, რომელიც სამართალდამცველებს საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

ტრაკალოს განცხადებით, დაკავებული ჯერ არავინ არის, თუმცა, რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა.

„იმპიჩმენტის მარშის“ წევრებმა გუშინ გამართული აქციის შემდეგ „ოქტომბრის სასახლეში“ შეღწევა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, „ოქტომბრის სასახლეზე“ შეტევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მომხრეების კვლავ მაიდანზე დაბრუნება შეძლო, მაიდინდან კი მათ უკრაინის რადასკენ გადაინაცვლეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა