გაერო-ში ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი - იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დარჩება

ამ საკითხზე კენჭისყრებისა თუ დისკუსიების შედეგების მიუხედავად, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დარჩება. ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა დანი დანონმა განაცხადა.

დიპლომატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს იერუსალიმის სტატუსის გარშემო შექმნილ სიტუაციას განიხილავს, ასევე, გავრცელდა რეზოლუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც ქალაქის ამჟამინდელი სტატუსის ცვლილება უკანონოდ ცხადდება.

„არანაირი კენჭისყრა არ შეცვლის აშკარა რეალობას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი იყო და ყოველთვის დარჩება. ისტორიული სამართლიანობისთვის ბრძოლას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვაგრძობთ“, - განაცხადა დანი დანონმა.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის ბრძანება გასცა.

ისრაელი იერუსალიმს საკუთარ განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს, პალესტინელები კი ცდილობენ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი საკუთარი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად აქციონ.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა