მსოფლიო პატრიარქი - ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია, ერთი მისი ეპისკოპოსის მეშვეობით, აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის

მსოფლიო საპატრიარქოში ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია, ერთი მისი ეპისკოპოსის მეშვეობით, აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, უწმინდესმა ბართლომე პირველმა ”იმედის კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეკლესიებში ვითარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ისურვებს, რომ მოწესრიგდეს ეს საკითხი, ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს და არასდროს შელახოს ეს საზღვრები.

”ამ პრობლემას აქვს პოლიტიკური სარჩული და მსოფლიო საპატრიარქო პოლიტიკით არ არის დაკავებული. ეკლესიურად მიგვაჩია, რომ ეს ადგილები მიეკუთვნება საქართველოს ეკლესიას.

ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს ეკლესიასთან ამ საკითხებზე და ბოლოს, როდესაც კონსტანტინოპოლში ვისაუბრე ამ საკითხზე მის უწმინდესობასთან, გვითხრა, რომ გავგზავნი ერთ-ერთ ქორეპისკოპოსს, ან შეიძლება მეც წავიდეო. მაშინ ჩვენ, როგორც მსოფლიო საპატრიარქომ გამოვთქვით სურვილი დავხმარებოდით და გაგვეგზავნა ჩვენც ერთი ეპისკოპოსი არა იმისთვის, რომ დავუფლებოდით ეპარქიას, რომელიც არ გვეკუთვნის, არამედ დავხმარებოდით დროებითი დაბრკოლების მოგვარებაში. ეს ვერ განხორციელდა, რამდენადაც ვიცი, ვერც მისმა უნეტარესობამ გაგზავნა იქ ქორეპისკოპოსი.

მსოფლიო საპატრიარქოში ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია, ერთი მისი ეპისკოპოსის მეშვეობით ახორციელებს მღვედლთა ხელდასხმას, ანუ აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის. ვისურვებ მოწესრიგდეს ეს საკითხი, ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს და არსდროს შელახოს ეს საზღვრები”,- განაცხადა ბართლომე პირველმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა