სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახს ფონდმა ”ქართუმ” ბინა შეუძინა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში მდებარე კეთილმოწყობილი, საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი ბინა ფონდმა ”ქართუმ” შეიძინა.

დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100 000 ლარით დაეხმარა, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო