გედევან ფოფხაძე - ფრაქციების შექმნის ამოცანა უმრავლესობის წევრთა ინდივიდუალური რესურსის მაქსიმალური რეალიზაციაა

ორი ახალი ფრაქციის შექმნის ამოცანა უმრავლესობის წევრთა ინდივიდუალური რესურსის მაქსიმალური რეალიზაციაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განცხადებით, კონსტიტუციური უმრავლესობის შემთხვევაში, აუცილებელია დეპუტატების მაქსიმალური მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში, რაც ორგანიზაციულ მოწყობას საჭიროებს და რომელსაც ფრაქციები უზრუნველყოფენ.

გედევან ფოფხაძის განცხადებითვე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადება რეალობას აცდენილია.

„ფრაქციების შექმნის ამოცანა უმრავლესობის წევრთა ინდივიდუალური რესურსის მაქსიმალური რეალიზაციაა. კონსტიტუციური უმრავლესობის შემთხვევაში, ყველა დეპუტატის მაქსიმალური მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში ორგანიზაციულ მოწყობას საჭიროებს. არანაირ მსგავს ფაქტორებს, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

დეპუტატის განცხადებითვე, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ უხელმძღვანელებს ორ ფრაქციას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო