ახალი წლის დღეებში გარევაჭრობისთვის თბილისში სპეციალური ადგილები გამოიყო

დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით საახალწლო გარევაჭრობა სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, დედაქალაქის მერიამ ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით გადაწყვიტა ქალაქის მასშტაბით შესაბამისი ლოკაციის გამოყოფა, სადაც 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით შესაძლებელი იქნება საახალწლო გარევაჭრობა. მერის მოადგილის განცხადებით, ამ ლოკაციებზე შესაბამის უსაფრთხოებას და ზედამხედველობას მერიის ზედამხედველობისა და უსაფრთხოების შესაბამისი სამსახურები საპატრულო პოლიციასთან ერთად უზრუნველყოფენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ვიდეორგოლი, სადაც გარევაჭრობის ყველა ეს ლოკაცია იყო ნაჩვენები.

საახალწლო გარევაჭრობა შესაძლებელი იქნება:

გლდანი-ნაძალადევში: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა.

მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მიკრორაიონი.

თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირი.

დიდუბეში: დინამოს ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა; დიდუბის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა): ტრანსპორტის ქუჩა. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები.

ვაკე-საბურთალოზე: დელისის მეტროს მიმდებარედ; მეტრო ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ. ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ: შარტავას ქ. სპორტის სასახლის მიმდებარედ

ისანი-სამგორში: ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა; ვაზისუბანი: I მრ.რ. 12-ე კორპუსის მიმდებარედ; ვაზისუბანი: ვ კუპრაძის ქუჩა, N10; მეტრო ვარკეთილის მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს