ირაკლი კობახიძე ქართველ ძიუდოისტებს ძიუდოს მსოფლიო მასტერზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართველ ძიუდოისტებს სანკტ - პეტერბურგში, ძიუდოს მსოფლიო მასტერზე სამი ოქროს მედლის მოპოვებას ულოცავს.

„ვულოცავ ქართველ ძიუდოისტებს, ქომაგებს და სრულიად საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვებას! ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ოთარ თუშიშვილმა ქართველ ხალხს სიხარული კიდევ ერთხელ მიანიჭეს და სიამაყით აღავსეს.

საქართველო ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ჩვენი სპორტსმენები ნიჭის, თავდაუზოგავი შრომისა და გამორჩეული თავდადების მაგალითები არიან.

მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს ყველაფრისთვის, რაც ამ შედეგის მისაღწევად გააკეთეს, მადლობას ვუხდი მწვრთნელებს და ყველას, ვინც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ სანკტ-პეტერბურგში ქართული ჰიმნი სამჯერ აჟღერებულიყო“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მისალოც წერილში.

სანკტ - პეტერბურგში, ძიუდოს მსოფლიო მასტერზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს.

-90 კგ-ში ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთ კორეელი დონგან გვაკი დაამარცხა; - 100 კგ-ს წონითი კატეგორიის ფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა ჰოლანდიელ მიხაელ კორელს მოუგო, ხოლო ოთარ თუშიშვილმა (+100 კგ) ბრაზილიელი დავიდ მოურა დაამარცხა.

შესაბამისად, რუსეთის ქალაქ სანკტ - პეტერბუგში მიმდინარე ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე გუშინ საქართველოს ჰიმნი სამჯერ გაისმა.

მთლიანობაში ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიგეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა