რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების განცხადებით, სანკტ-პეტერბურგში აღკვეთილი ტერაქტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს

რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებმა გუშინ გამართულ სატელეფონო საუბარში განაცხადეს, რომ სანკტ-პეტერბურგში აღკვეთილი ტერაქტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს.

ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ რუსეთისთვის გადაცემული ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც საკტ-პეტერბურგში ტერაქტის აღკვეთა მოხდა, იმ პოზიტიური მოვლენების მაგალითია, რომელიც ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისას ხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ მოხარულია ტერორისტებთან ბრძოლაში მოსკოვისთვის დახმარება გაეწია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ რუსეთის სპეცსამსახურებს ინფორმაცია გადასცა, რომლის მეშვეობითაც ტერორისტების დაკავება მოხდა, რომლებიც ტერაქტს ამზადებდნენ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ყაზანის საკათედრო ტაძარში.

15 დეკემბერს, სანკტ-პეტერბურგში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ტერორისტიული დაჯგუფების 7 წევრი დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს