ჩილეში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ გაიმარჯვა.
მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე ცენტრისტი სენატორი ალეხანდრო გილიერი დაამარცხა.
ამის შესახებ იუწყება გამოცემა 24 Horas.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პინიერამ ამომრჩეველთა ხმების 54,58% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ ამომრჩეველთა ხმების - 45,42%.
აღსანიშნავია, რომ 2010-2014 წლებში სებასტიან პინიერას უკვე ეკავა ჩილეს პრეზიდენტის პოსტი.