თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს დაუჭერს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს დაუჭერს.

როგორც ჩუგოშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა, დღეს ბიურო განხილვების გრაფიკს დაამტკიცებს.

"ჩვენ გვექნება მინისტრების მოსმენა როგორც კომიტეტებზე, ისე პოლიტიკურ ჯგუფებში და შემდეგ პლენარულ სესიაზე. დეტალები შეხვედრების დროსთან დაკავშირებით ბიუროზე გახდება ცნობილი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი გამოუცხადებს ნდობას მთავრობას განახლებული შემადგენლობით", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად, მთავრობის შემადგენლობა ერთი მესამედზე მეტი წევრით განახლდა, რის გამოც დღის წესრიგში მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს თანამდებობა გიორგი გახარიამ დაიკავა.

გაუქმდა ენერგეტიკის სამინისტრო. ენერგეტიკის სფერო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში გადავიდა, რომელსაც სამთავრობო ცვლილებების გათვალისწინებით, დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ასევე, აღნიშნული უწყების ხელში გადავიდა ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

გაუქმდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით, სპორტის მიმართულება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაეცა, ხოლო ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

ანალოგიური ცვლილებები განხორციელდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართულებით. გარემოსა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი გახდა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა