ეკა ბესელია - „მაუწყებლის შესახებ“ კანონში არც ერთი ისეთი ცვლილება არ შედის, რომელიც რომელიმე საერთაშორისო პრინციპს ეწინააღმდეგება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „მაუწყებლის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებში ვერ ხედავს ისეთ ნორმას, რომელიც საერთაშორისო პრინციპს ეწინააღმდეგება. ბესელია ყველას, ვინც ამ საკითხის განხილვას აპირებს, მოუწოდებს ყურადღებით გაეცნოს ევროპის მაუწყებელთა კავშირის ექსპერტულ მოსაზრებებს.

"ვისურვებდი, რომ ამ საკითხის განხილვის დროს ყურადღებით გაეცნოს ყველა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ექსპერტულ მოსაზრებებს და საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში სადაც მაუწყებლებს აქვთ რეკლამის უფლება. ამ კანონში არც ერთი ისეთი ცვლილება არ შედის, რომელიც რომელიმე საერთაშორისო პრინციპს ეწინააღმდეგება. დაასახელოს ვინმემ თუნდაც ერთი პრინციპი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტით იქნება შეუსაბამო ან არის უკან დახევა",- განაცხადა ბესელიამ.

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო