თამარ ჩუგოშვილი - თუ პრეზიდენტი "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს დაადებს და პარლამენტისთვის მისაღები იქნება, არ არის გამორიცხული, რომ ეს შენიშვნები გავითვალისწინოთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტზე ვეტოს დადების შემთხვევაში, პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაიზიაროს.

როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, პარლამენტმა "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტზე თავისი პოზიცია გამოხატა, ახლა უკვე პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ხელს მოაწერს თუ არა დოკუმენტს.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მმართველი გუნდი, უპირველეს ყოვლისა, ჩახედავს მოტივირებული შენიშვნების შინაარს და "თუ პარლამენტისთვის მისაღებია, რა თქმა უნდა, არასდროს არ არის გამორიცხული, რომ ეს შენიშვნები იყოს გათვალისწინებული".

"მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია იყო თავად პარლამენტში. პირველად ვერსიაზე ბევრი შენიშვნა გამოითქვა და ბევრი რამ იყო გათვალისწინებული. არის საკითხები, რომელიც ბოლომდე ჩვენი კოლეგების მხრიდან სახელდებოდა როგორც პრობლემა, მათ შორის კომერციული რეკლამის და სტარტაპების ნაწილი. მიუხედავად ამისა, ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესში ბევრი შენიშვნა იყო გათვალისწინებული და თვისობრივად გადამუშავდა კანონპროექტი, პარლამენტმა მხარი დაუჭირა",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა