”ბირჟა მაფიის” წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები წყდება

”ბირჟა მაფიის” წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები წყდება. პროკურატურა საქმის წარმოებას, როგორც გიორგი ქებურიას, ასევე მიხეილ მგალობლიშვილის მიმართ წყვეტს.

გიორგი ქებურიასთან დაკავშირებით დღეს ქებურიას ადვოკატებს პრესკონფერენცია აქვთ ჩანიშნული. რაც შეეხება მგალობლიშვილს, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, პროკურატურა მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეწყვეტს. არსებული ინფორმაციით, ორივე საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოტივი არასაკმარისი მტკიცებულებებია.

8 ივნისს „ბირჟა მაფიას“ ორი წევრი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი არის ოდენობით შეუფარდა.

ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიას” წევრები წარდგენილ ბრალს არ იზიარებდნენ და დაკავებას მათ ახალ კლიპს უკავშირებდენ, სადაც პოლიციელი არის გაშარჟებული.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს