მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ პეტრო პოროშენკოს წერილი მისწერა, სადაც კონფლიქტის დეესკალაციისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მისწერა წერილი, რომელშიც კონფლიქტის დეესკალაციისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ტელეარხ ZIK-ის ეთერში განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, მან პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გადასცა.

„მე გავაკეთე ის, რასაც აკეთებენ გამარჯვებულები, პირები, რომლებიც საკუთარ სიმართლეში არიან დარწმუნებულები. მე ვუთხარი მას - „არასწორი ბრალდებები წამიყენეს. თქვენ კარგად იცით, როგორი შეურაცხმყოფელია ჩემთვის რუსეთის აგენტობაში ბრალდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პოროშენკოსთან პირადი კონფლიქტი მას არ აქვს და არანაირი მიუღებლობა პრეზიდენტის მიმართ არ გააჩნია.

„მე მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში პრეზიდენტი მზად იქნება შეხვედრისთვის, მაგრამ მე ვუპასუხე: „არა, ასე არ გამოვა. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც სადმე უკანა კარიდან შევა“, - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს წერილი მისწერა და შერიგება სთხოვა. გუშინ, კიევში, მიტინგის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ პოროშენკოს ”ახლა უფრო მეტად შეუტევს”.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო