ემანუელ მაკრონი - თებერვლის ბოლოს სირიაში „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებას მივაღწევთ

სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ საბოლოო გამარჯვება თებერვლის ბოლოს იქნება მიღწეული. ამის შესახებ ტელეარხ France 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„9 დეკემბერს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება გამოაცხადა. ვფიქრობ, თებერვლის ბოლოს ჩვენ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებას მივაღწევთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სირიაში ისლამისტების საბოლოო დამარცხების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან მოუწევს საუბარი.

„ბაშარ ასადი სირიელი ხალხის მტერია, ხოლო ჩემი მტერი კი „ისლამური სახელმწიფოა“. ბაშარ ასადი იქ დარჩება, ვინაიდან მას იცავენ ისინი, ვინც ადგილზე დაამარცხა „ისლამური სახელმწიფო“. ასე რომ, ვერ ვიტყვით, არ გვსურს საუბარი მასთან ან მის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო