პარლამენტის სხდომებს ყველაზე ხშირად ოპოზიციონერი დეპუტატები აცდენენ

დეპუტატებიდან პარლამენტის პლენარულ სხდომებს ყველაზე ხშირად რამაზ ნიკოლაიშვილი და კობა ნაყოფია აცდენენ. „ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა დეპუტატების მიერ პლენარული და რიგგარეშე სხდომების საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაცდენების სტატისტიკა. აღნიშნული მონაცემების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრების 2017 წლის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით ყველაზე ხშირად გააცდინეს შემდეგმა დეპუტატებმა: დავით ბაქრაძე - 21, გიორგი ბეგაძე - 12, ირაკლი ბერაია - 15, აკაკი ბობოხიძე - 11, გიგა ბოკერია - 21, თინათინ ბოკუჩავა -13, ზაზა გაბუნია - 14, ხათუნა გოგორიშვილი - 12, ნინო გოგუაძე - 12, გოჩა ენუქიძე - 15, ირმა ინაშვილი -13, გიორგი კანდელაკი - 13, სერგი კაპანაძე - 11, ოთარ კახიძე - 14, ზაზა კედელაშვილი - 25, ზვიად კვაჭანტირაძე - 13, ნიკანორ მელია - 25, გელა მიქაძე - 15, ირმა ნადირაშვილი - 16, კობა ნაყოფია - 26, რამაზ ნიკოლაიშვილი - 27, გია ჟორჟოლიანი - 25, სალომე სამადაშვილი - 15, აზერ სულეიმანოვი - 22, გიორგი ტუღუში - 20, ირინა ფრუიძე - 14, ალექსანდრე ქანთარია - 15, სოფიო ქაცარავა - 14, გიორგი ღვინიაშვილი - 18, თამარ ჩუგოშვილი -18, ნინო წილოსანი - 12, დავით ჭიჭინაძე - 11, ელენე ხოშტარია - 21.

სხვა დეპუტატების საპატიო გაცდენები მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში 10-ს არ აღემატება.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების 2017 წლის საგაზაფხულო სესიის პლენარული და რიგგარეშე სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენებს, სტატისტიკა შემდეგნაირია: ვანო ზარდიაშვილი - 6, გრიგოლ მიქელაძე - 3, ენზელ მკოიანი - 3, ირაკლი მეზურნიშვილი - 3, სამველ მანუკიანი - 3, ედიშერ თოლორაია - 4, სალომე ზურაბიშვილი - 3, რომან მუჩიაშვილი - 3, გია ჟორჟოლიანი - 3, ოთარ ჩრდილელი - 3, დავით ჭიჭინაძე -4, ლერი ხაბელოვი - 3.

კობა ნაყოფიამ, რამაზ ნიკოლაიშვილმა და აზერ სულეიმანოვმა გააცდინეს ყველაზე ხშირად საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომები საპატიო მიზეზით 2017 წლის საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას. აღნიშნულ პერიოდში თითოეულ მათგან 10-10 გაცდენა აქვს.

რაც შეეხება საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების სტატისტიკას, ის შემდეგნაირად გამოიყურება: რუსლან გაჯიევი -2, სამველ მანუკიანი - 2, რამაზ ნიკოლაშივილი - 2, კახა ოქრიაშვილი - 2, სალომე სამადაშვილი - 2, გედევან ფოფხაძე - 2.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო