ზურაბ ალავიძე - ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას პრემიერიც და გუნდიც

არაფერი არ იგეგმება, გუნდი მუშაობს ჩვეულებრივად, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომასა და მის ადგილას გიორგი გახარიას დანიშვნასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

"გულწრფელად გეუბნებით, ამას საფუძველი არ აქვს. დაველოდოთ მოვლენებს. არაფერი არ იგეგმება, გუნდი მუშაობს ჩვეულებრივად. ამ მითქმა-მოთქმებს არანაირი საფუძველი არ აქვს. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას პრემიერიც და მისი გუნდიც", - განაცხადა ალავიძემ.

მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და პროგრამას პარლამენტში დღეს სრული მხარდაჭერა ექნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს