მიხეილ ჯანელიძე აფხაზეთის ე.წ.სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბელგიაში "ვიზიტზე“ - ეს არის ფიზიკური პირების ინდივიდუალური მოგზაურობა და შეხვედრები

მედიის მიმართულებით ამ საკითხის ტირაჟირება არ არის ნამდვილად სწორი, რადგან არანაირი მასშტაბური ღონისძიებები არ ეწყობა, - ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში აფხაზეთის ე.წ. დელეგაციის „ვიზიტს“.

"ეს არის ფიზიკური პირების ინდივიდუალური მოგზაურობები და შეხვედრები, რომელიც რა თქმა უნდა, არანაირად არ არის ევროკავშირის და საერთაშოროსო საზოგადოების და არც ერთი ევროპული ქვეყნის პოლიტიკის შესაბამისი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს არაღიარების პოლიტიკას. საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ საკითხზე ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და ორგანიზაციასთან, რათა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მშვიდობიანი გზით მოხდეს კონფლიქტის დარეგულირება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", - განაცხადა ჯანელიძემ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ.სავაჭრო-სამრეწველო პალატის „დელეგაცია“ რამდენიმე დღის ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს